112

საქმიანობა

 

როდის მივმართოთ სასწრაფოს ?

თუ თქვენ ან თქვენს ირგვლივ ვინმეს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დარეკეთ ნომერზე  112

სასწრაფო დახმარების გამოძახება უფასოა


სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული გამოძახებით თქვენ გადაარჩენთ სიცოცხლეს ან თავიდან აიცილებთ მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას და ხელს შეუწყობთ პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ ისეთი გადაუდებელი სიტუაციების დროს, როგორიცაა: 


• უგონო მდგომარეობა ან ცნობიერების შეცვლა / გულის წასვლა;

• სუნთქვის გაჩერება ან სუნთქვის გაძნელება;

• გულის გაჩერება;

• დახრჩობა;

• კრუნჩხვა / გულყრა;

• უნებლიე მოძრაობები, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• შოკი;

• ავტოსაგზაო შემთხვევა;

• ტრავმები / ელექტროტრავმა;

• სისხლდენა, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• დამწვრობა (ელექტრული დამწვრობა) / მოყინვა;

• ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია;

• ტკივილი, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• ჰაერის უკმარისობა, ციანოზი (კანის ლურჯი შეფერვა);

• მოწამვლა;

• ინსულტი;

• ცხოველის, ქვეწარმავლის ან მწერის ნაკბენი;

• ცხელება, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;
• მწვავე ფსიქიკური აშლილობა.

 

რა უნდა ვიცოდეთროდესაც ვიძახებთ სასწრაფოს

 

ვუკავშირდებით 112 -ის ოპერატორს და ვაწვდით ზუსტ ინფორმაციას პაციენტის შესახებ: 

 მისამართი, ასაკი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.

 გამოძახების მიზეზი - მოკლედ და გარკვევით

 სასურველია გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარეთ დახვდეს ვინმე.

 თუ გამოძახება ბინაზეა, სასურველია ექიმთა მისაღებად მომზადება.

 ( გავუმზადოთ მათ მაგიდა ჩანთის დასადებად და სკამი, ხოლო თუ სახლში გყავთ

 შინაური ცხოველი, სასურველია მისი იზოლირება )

 

 

 

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო