112

სიახლეები

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, კოჯორში სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი ქვეფილიალი გაიხსნა
7 ივლისი, 2015

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა კოჯორში განახლებული ქვეფილიალი გახსნა. ქვეფილიალი ცენტრის დირექტორმა თემურ ბარკალაიამ მთაწმინდის რაიონის გამგებელ გელა არჩვაძესთან ერთად გახსნა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, თემურ ბარკალაიას თქმით, ვითარების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით დამატებითი ქვეფილიალის გახსნის საჭიროება იყო. მისივე თქმით, შექმნილია ახალი გეოგრაფიული სამედიცინო რუკა, რომლის საფუძველზეც გადახალისდება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ფილიალები.
ცენტრის დირექტორის განცხადებით, ახალ ქვეფილიალს სრულყოფილად აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადა მოემსახურება, რაც კოჯრის რაიონის მოსახლეობისათვის მისამართზე მოკლე ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.
"ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, სასწრაფოს ხელმძღვანელობამ ზაფხულის სეზონზე კოჯორში დამატებით ქვეფილიალის გახსნა გადაწყვიტა, სადაც სრულად აღჭურვილი ბრიგადა იმუშავებს და მოსახლეობას ამბულატორიულადაც მოემსახურება", - განაცხადა თემურ ბარკალაიამ.
„კოჯრის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრი იყოს აქ და საჭიროების შემთხვევაში მომსახურეობა რაც შეიძლება მოკლე დროში მიიღონ. ეს არის კიდევ ერთი კარგი ფაქტი რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ რომ მათი უკეთესი ცხოვრებისთვის ვზრუნავთ.“- განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ
ამჟამად თბილისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 93 სრულყოფილად აღჭურვილი ბრიგადა ემსახურება. ქალაქში 13 ფილიალი და უკვე 4 ქვეფილიალია.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო