
ბარკალაიმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძვანელის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი ბუთხუზი შეასრულებს.
ბარკალაია თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელად 2015 წლის თებერვალში დაინიშნა. მან შალვა ბრაჭული შეცვალა. ბარკალაია საქმიანობას ბიზნესსექტორში გააგრძელებს.