112

სიახლეები

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა
22 მარტი, 2017

 

22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.
12-დან 15 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება.
ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა სოლომონ როსტომაშვილმა აღნიშნა, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის. „ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს პირველადი ცოდნა და გამოცდილება სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა მან.
გიმნაზიის წარმომადგენლების თქმით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. გიმნაზიის მოსწავლეები აქცია „მე გზას ვუთმობ სასწრაფოსაც“ შეუერთდნენ
საგულისხმოა, რომ ანალოგიური ღონისძიებები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პერიოდულად იმართება. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები უკვე გააცნეს ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს და ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო