25 ივლისს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრებმა ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს მე-12 რაიონული სამსახური, ნახეს სამედიცინო აღჭურვილობა. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ცენტრში ბოლო დროს დანერგილი სიახლეებით.
ცენტრის წარმომადგენლებმა ირლანდიელ კოლეგებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების, რეაგირების, პაციენტის ჰოსპიტალიზაციისა და რეფერალის საკითხებზე.
დელეგაცია ირლანდიის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორ მარტინ დუნეს ხელმძღვანელობით საქართველოში 25 ივლისამდე დარჩება.
სიახლეები
ირლანდიელი კოლეგები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში
25 ივლისი, 2017