თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, ავჭალის რაიონის სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ.
საკრებულოს დეპუტატმა მოსწავლეებთან შეხვედრას სიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტრენინგ-ცენტრში გამართა და მასში მონაწილეობა ავჭალი სრაიონის სხვადასხვა სკოლის ოცმა მოსწავლემ მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალგაზრდებს პირველადი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს. მოსწავლეებმა მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება.
ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.
ტრენინგს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი მაკა გვარამია და გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე ესწრებოდნენ.
გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგები, გლდანის შემდეგ, თბილისის სხვა რაიონების სკოლებში გაგრძელდება.