112

სიახლეები

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა მანქანა აღჭურვილია პლანშეტებით.
22 მარტი, 2018

         

2018   წლიდან  სამედიცინო ბრიგადების ოპერატიული საქმიანობისა და ჰოსპიტალიზაციის ონლაინ მართვის გაუმჯობესების მიზნით,  თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა მანქანა აღჭურვილია პლანშეტებით.

ცენტრს უკვე შეძენილი აქვს შესაბამისი აპარატურა და ამჟამად, პროგრამული უზრუნველყოფისა და კომუნიკაციის გასამართად, მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები.  პლანშეტის პროგრამული უზრუნველყოფა, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, დაწერილია 112-ის მიერ.

პლანშეტები ცენტრს ისეთი დამატებითი სერვისების დანრგვის საშუალებას მოსცემს, როგორიცაა:  მისამართის (GPS კოორდინატების) გადაცემა და მიღება, ნავიგაცია, ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზაცია, სამედიცინო პროტოკოლების ჩატვირთვა და სხვა.

პლანშეტურ სისტემაზე სრულად გადასვლამდე პროგრამულმა უზრუნველყოფამ გაირა შესაბამისი ტესტირება - 2017 წლის განმავლობაში  სამი რაიონული სამსახურის 20 სამედიცინო ბრიგადა  უკვე ჩართული იყო სატესტო რეჟიმში.

პლანშეტური სისტემის საშუალებით 112-ში შესული ზარის შემდეგ ოპერატორი შეავსებს შესაბამის ფორმას და პროგრამის საშუალებით გადასცემს დისპეჩერს, რომელიც დაუყოვნებლივ არჩევს თავისუფალ უახლოეს სამედიცინო ბრიგადას. ოპერატორის მიერ პროგრამულად გადაცემული სრული ინფორმაცია ასევე, პროგრამულად გადაიცემა ბრიგადის პლანშეტზე, ექიმი შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით ადასტურებს გამოძახების მიღებას, მისამართზე გასვლას, მისვლას, გამოძახების დასრულებას (ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სტაციონარში შესვლას). პაციენტის მომსახურების შემდეგ ექიმს აღარ მოუწევს დისპეჩერთან დაკავშირება ტელეფონით ან რაციით, იგი პლანშეტის საშუალებით შეავსებს დაზუსტებულ ინფორმაციას  პაციენტის სახელის, გვარის, ასაკის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის, დაბადების თარიღის, დიაგნოზების და, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, დამატებით სტაციონარის შესახებ. გამოძახების მიღების, ბრიგადის გასვლის, მისამართზე მისვლის, ჰოსპიტალიზაციის დროები მომენტალურად აისახება როგორც 112-ის, ისე ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში.

მთლიანობაში, პლანშეტურ სისტემაზე გადასვლა თითოეულ გამოძახებაზე, საშუალოდ, დაზოგავს დაახლოებით, 10 წუთს, ხოლო სხვადასხვა შემთხვევაში დროის ეკონომიამ, შეიძლება, შეადგინოს 15 წუთიც. პლანშეტების ტესტირებამ აჩვენა, რომ ამ სისტემას მინიმუმადე დაჰყავს როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე  ცდომილების ალბათობა და, შესაბამისად,  აუმჯობესებს მომსახურების ხარისხსა და ოპერატიულობას.

 

 

 

 

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო