თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია პირველი ანგარიშით გამოდის. საკრებულოში თბილისის მერთან ერთად თბილისის მთავრობის წევრებიც იმყოფებიან. კერძოდ, საქალაქო სამსაურის ხელმძღვენელები, მერის მოადგილეები და გამგებლები იმყოფებიან.
დავით ნარმანიამ უკვე ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც მერია ახორციელებს.
კერძოდ, ისაუბრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ახალი ავტომანქანების აღჭურვის შესახებ. განაცხადა, რომ მიმდინარე წელს დასრულდება გარკვეული მშენებლობები. კერძოდ, განახლდება "დინამო არენა", დასრულდება 240 ბენეფიციარისთვის განკუთვნილი უსახლკაროთა თავშესაფრის მშენებლობა.
ანგარიშის დაწყებამდე დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში თბილისის მერიის საქმიანობას ასახავს.
წარმოადგენილია ასევე პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების თემატური დიაგრამა.
სიახლეები
დავით ნარმანია საკრებულოში პირველი ანგარიშით გამოდის
8 აპრილი, 2015