"არის რამდენიმე კონკრეტული პუნქტი. პირველი ის რომ ჩვეულებრივ განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში მოსახლეობის ჯანდაცვის 80%-ის საჭიროებებს პირველადი ჯანდაცვა აგვარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა და ა.შ. მხოლოდ 20%-ს აგვარებს სტაციონარი. ჩვენთან კი პირიქით, 80% შემთხვევაში მიდიან პირდაპირი სტაციონარში. ეს რამდენიმე მიზეზით ხდება.
"პირველადი ჯანდაცვა საჭიროებს სერიოზულ რეფორმას. გარე ექსპერტული რესურსების მოძიება, რომელიც საჯარო სამსახურს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, საკმაოდ შეზღუდულია“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა:
"არის რამდენიმე კონკრეტული პუნქტი. პირველი ის რომ ჩვეულებრივ განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში მოსახლეობის ჯანდაცვის 80%-ის საჭიროებებს პირველადი ჯანდაცვა აგვარებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა და ა.შ. მხოლოდ 20%-ს აგვარებს სტაციონარი. ჩვენთან კი პირიქით, 80% შემთხვევაში მიდიან პირდაპირი სტაციონარში. ეს რამდენიმე მიზეზით ხდება.
პირველადი ჯანდაცვა საჭიროებს სერიოზულ რეფორმას, ჩვენ ექიმები ვერ ვუხსნით პაციენტს იმის საჭიროებას, როგორ მიმართონ და მიდიან დაგვიანებულ შემთხვევაში. სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარება გადაქცეულია მობილურ აფთიაქად ან მობილურ ოჯახის ექიმად. ჩვენ სრულიად ახალი მოდელს ვნერგავთ კერძო სახელმწიფო პარტნიორობით, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კლინიკების მართვაში, ასევე სახელმწიფო პორგრამების ექსპერტულ რევიზიაში, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს. ასევე ეს არის ხარისხის კონტროლი ზოგადად სამედიცინო მოვლაზე. ამას აქვს თავისი ინდიკატორები. ხარისხის კონტროლის ჯგუფი აკეთებს ამას ისევე, როგორც მედიკამენტების ხარისხის კონტროლი. აქამდე ჩვენ შეზღუდულები ვიყავით ბაზრის ფართო გახსნაზე, რათა უხარისო წამლებს არ წაელეკა ბაზარი.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განახლებული, აქამდე არ გამოყენებული ინოვიაციური მოდელები საშუალებას მისცემს ქართულ ჯანდაცვის სისტემას, გახდეს მაღალი ხარისხის, მაღალი კალასის და ევროპული სტანდარტების შესაბამისი".- განაცხადა სერგეენკომ.
სიახლეები
დავით სერგეენკო: ''პირველადი ჯანდაცვა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს''
8 აპრილი, 2015