აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ორი დღის განმავლობაში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 115 შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 აპრილს, სასწარაფო- სამედიცინო ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 47 ზარი განხორციელდა, ხოლო 13 აპრილს – 68. როგორც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევების გამოძახებებზე პაციენტთა უმრავლესობას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში მოთავსდა. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულებზე იყო კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევებიც.
როგორც „კვირას“ „112“- ის პრესსამსახურში განუცხადეს, ორი დღის განმავლობაში კვებითი ინტოქსიკაციის 123 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ აღდგომის მარხვის პერიოდში კვებითი ინტოქსიკაციით სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ასაკის პაციენტები მოათავსეს. როგორც ტოქსიკოლოგმა სოსო კუტუბიძემ „კვირას“ განუცხადა, იყო პაციენტთა კატეგორია, რომლებიც კლინიკაში სოკოს ინტოქსიკაციით აღმოჩნდნენ.
სიახლეები
აღდგომის დღესასწაულზე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 115, კვებითი ინტოქსიკაციის კი 123 შემთხვევა დაფიქსირდა
11 აპრილი, 2015