112

სიახლეები

დიმიტრი ხუნდაძე მედპერსონალის შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს
17 აპრილი, 2015

სასწრაფო სამედიცინო მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. დეპუტატი დამნაშავეთა მკაცრად დასჯას ითხოვს.
"მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, არღვევს არა მხოლოდ მათ უფლებებს, არამედ საფრთხეში აგდებს იმ პაციენტების სიცოცხლესაც, რომელთა დასახმარებლად მიემართება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს მედპერსონალზე განხორციელებული ძალადობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გადასრჩენად იღწვიან. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მკაცრ კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი კოლეგების უფლებებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო