112

სიახლეები

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს პაციენტის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
16 აპრილი, 2015

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლს პაციენტის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაზე მოხდა.
"როდესაც პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდათ, პაციენტის ახლობლები გამოედევნენ და კლინიკასთან მძღოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებსაც", - აცხადებენ პრესსამსახურში. სავარაუდოდ, თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.
საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ თვეში სასწრაფო დახმარების მძღოლს პაციენტის ახლობლები უკვე მეორედ გაუსწორდნენ. პირველი ასეთი ინციდენტი 3 აპრილს მოხდა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანის მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო