112

სიახლეები

ცხვედაძის ქუჩაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლი სცემეს
3 აპრილი, 2015

თბილისში, ცხვედაძის ქუჩაზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლი ხუთმა ნასვამმა მოქალაქემ სცემა.

როგორც „ინფო 9“-ს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, ექიმების ბრიგადა ცხვედაძის ქუჩაზე ფეხის ტრავმის გამო გამოიძახეს.

მისამართზე მისულ მედიკოსებს 5 ნასვამი მოქალაქე დახვდა, რომლებმაც ექიმებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო მანქანის მძღოლი სცემეს.

„ექიმებს აგინეს, ხოლო მძღოლი ე.წ. „ლეჩკომბინატის“ ეზოში სცემეს. ხუთი მოქალაქე მთვრალი იყო. ერთ-ერთი რენტგენის გადაღებისას წამოხტა, შემდეგ ყველა გაიქცა“,-აცხადებს გედენიძე.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო