112

მომსახურება

როდის მივმართოთ ,,სასწრაფოს” ?

თუ თქვენ ან თქვენს ირგვლივ ვინმეს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, დარეკეთ ნომერზე, 112


სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული გამოძახებით თქვენ გადაარჩენთ სიცოცხლეს ან თავიდან აიცილებთ მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას და ხელს შეუწყობთ პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ გადაუდებელი სიტუაციების დროს, როგორიცაა:

• უგონო მდგომარეობა ან ცნობიერების შეცვლა / გულის წასვლა;

• სუნთქვის გაჩერება ან სუნთქვის გაძნელება;

• გულის გაჩერება;

• დახრჩობა;

• კრუნჩხვა / გულყრა;

• უნებლიე მოძრაობები, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• შოკი;

• ავტოსაგზაო შემთხვევა;

• ტრავმები / ელექტროტრავმა;

• სისხლდენა, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• დამწვრობა (ელექტრული დამწვრობა) / მოყინვა;

• ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქცია;

• ტკივილი, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• ჰაერის უკმარისობა, ციანოზი (კანის ლურჯი შეფერვა);

• მოწამვლა;

• ინსულტი;

• ცხოველის, ქვეწარმავლის ან მწერის ნაკბენი;

• ცხელება, რომელსაც ვერ აკონტროლებთ;

• მწვავე ფსიქიკური აშლილობა.

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო