112

ტრენინგ ცენტრი

 

 

 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში  2008  წლიდან ფუნქციონირებს  სასწავლო ცენტრი,  სადაც  უწყვეტი განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს გადიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები, ასევე კურსის გავლა შესაძლებელია მსურველთათვის.

(ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო ცენტრის სასწავლო ცენტრს) 

 

სამედიცინო პერსონალის გადამზადება ხდება ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) ტრენინგ - სასწავლო კურსების პროგრამით.

 

 

 

ცენტრის ტრენერები მსმენელებს ამზადებენ შემდეგი პროგრამით:

 

 

 

  1.  BLS (Basic Life Support – სიცოცხლის გადარჩენის ძირითადი მეთოდები სამედიცინო პერსონალისათვის.      AHA კურსი (1 დღე).
  2.  ACLS (Advanced Cardiovascular Life Support ) სიცოცხლის გადარჩენის დახვეწილი კარდიოვასკულური მეთოდები. AHA კურსი. (2 დღე).

 

 

 

  1. კლინიკური ელექტროკარდიოგრაფია და დეფიბრილაცია

 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრის კურსი.  USG პროგრამა (5 დღე)

 

 

 

  1. ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კურსი სასწრაფო დახმარების ცენტრის სამედიცინო პერსონალისათვის (1 დღე).

 

 

 

  1. ტრიაჟი. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის კურსი სასწრაფო დახმარების ცენტრის სამედიცინო პერსონალისათვის (1 დღე).

 

 

 

 

 

BLS პროგრამით შეისწავლება:

 

  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ძირითადი მეთოდები ერთი და ორი პირის მიერ (მოზრდილი, ბავშვი, ჩვილი)
  • ხელოვნური სუნთქვა (პირით პირში, პირით ნიღაბში, ამბუს პარკით ვენტილაცია)
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება
  • დახმარების გაწევა უცხოს ხეულით სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს

 

 

 

ACLS (AHA -American Heart Asssociation. Advanced Cardiovascular Life Support)  შეისწავლება:

 

  • გულის გაჩერების რითმები: პარკუჭების ფიბრილაცია, უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ასისტოლია,

 

პულს გარეშე ელექტრული აქტივობა

 

  • გულის გაჩერების მკურნალობის ალგორითმი
  • ტაქიკარდია-ბრადიკარდიის მკურნალობის ალგორითმი
  • მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ალგორითმი
  • ინსულტის მკურნალობის ალგორითმი
  • ზემო აღნიშნული პათოლოგიების მართვა ელექტრო და მედიკამენტოზური მეთოდებით
  • ალგორითმებით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარება რეალურთან მიახლოებული სცენარების მიხედვით სპეციალურ მანეკენზე.

 

 

 

კლინიკური ელექტროკარდიოგრაფია და დეფიბრილაცია. . usg პროგრამა. შეისწავლება:

 

  • მიოკარდიუმის ბიოელექტრული აქტივობა, გულის გამტარი სისტემის ანატომიური თავისებურებები, გულის ძირითადი ფუნქციები,             ნორმალური ელექტროკარდიოგრამის ფორმირება
  • ეკგ გულის სხვადასხვა პათოლოგიების დროს:
  • გულის ჰიპერტროფია
  • რითმისა და გამტარებლობის დარღვევები
  • მიოკარდიუმის იშემიური დაზიანება, მიოკარდიუმის ინფარქტი
  • დეფიბრილატორის ფუნქციები უახლესი მოდელის დეფიბრილატორის Lიფეპაცკ 20ე-ისგამოყენებით: ეკგმონიტორინგი, დეფიბრილაცია,               სინქრონული კარდიოვერსია, არაინვაზიური ფეისინგი
  • ელექტრო მკურნალობის ჩვენებები

 

 

 

პროგრამით „ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ ეტაპზეშეისწავლება:

 

  • თანამედროვე მიდგომებისა და გაიდლაინების საფუძველზე გადაუდებელი მდგომარეობების თეორიული საკითხები და პრაქტიკული             უნარ-ჩვევები;
  • ტრავმის კინემატიკა;
  • თავისა და ხერხემლის ტრავმა, გულ-მკერდის, აბდომინალური ტრავმები;
  • ტრავმის პედიატრიული და გერიატრიული თავისებურებები;
  • პაციენტის მობილიზაციის და ტრანსპორტირების ძირითადი პრინციპები;
  • პრე ჰოსპიტალური ტრავმის მკურნალობის ოქროს პრინციპები, რეალურთან მიახლოებული სიტუაციის სიმულაცია.

 

 

 

ტრიაჟის პროგრამით შეისწავლება:

 

  • გარემოს ტრავმა, ტრიაჟი, უბედური შემთხვევა, მასიური კატასტროფა, სამეთაურო სისტემა.
  • ტრავმის, უბედური შემთხვევის და მასიური კატასტროფისას: სამეთურო სისტემა, ტრავმის კინემატიკა, ტრიაჟი, დიაგნოსტიკა და               მკურნალობა
  • ტრიაჟის თავისებურებები მოზრდილთა და ბავშვთა ასაკში ((Jump და Start ტრიაჟი)
  • ტრიაჟის დროს დაშვებული შეცდომები და მათი შედეგები
  • ტრიაჟის თავისებურებები სამხედრო-საველე პირობებში
  • ტრიაჟის ბარათის გამოყენება, ფერების განსაზღვრა, შევსება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო ცენტრის აღჭურვილობა:

 

  • მოზრდილის გულ-ფილტვის რეანიმაციის მანეკენი 
  • ჩვილის გულ-ფილტვის რეანიმაციის მანეკენი 
  • ავტომატური დეფიბრილატორის სიმულატორი 
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი 
  • ამბუს პარკი, ნიღბები 
  • დეფიბრილატორი  Life pack 20 (მანუალური) 
  • დეფიბრილატორი inomed  (მანუალური) 
  • საინტუბაციო მანეკენი (თავი, სასუნთქიგზები) 
  • მანეკენი (სრული ტანით–ტარდება გფრ, სასუნთქი გზები–ინტუბაცია, ეკგ მონიტორინგი, ელექტრო მკურნალობა (დეფიბრილაცია,              სინქრონული კარდიოვერსია, ფეისინგი) 
  • ვენეპუნქციის და კუნთში და ინექციების უნარების სავარჯიშო მულაჟი-მკლავი .
  • გულმკერდის დეკომპრესიის მანეკენი 
  • კრიკოპუნქციის მულაჟი (კეთდება კრიკოთირეოპუნქცია)
  • მულაჟების ნაკრები (სხეულის სხვადასხვა მიდამოების ჭრილობების, დამწვრობების, მოტეხილობების, სისხლდენების იმიტაცია)
  • საინტუბაციო აღჭურვილობა–ენდოტრაქეული მილები, კომბიტუბი, ლარინგოსკოპები, ლარინგული ნიღბები და ა.შ.
  • სხვადასხვა აღჭურვილობა (ლახტები, არტაშნები, ბინტები, გადასხმის სისტემები, ფლაკონები და ა.შ).

 

 

 

ტრენერები:

 

მაია ჯეჯელავა

 

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მედიქლაბჯორჯიას 033 ტრეინინგ საიტის კოორდინატორი, BLS  და ACLS  ინსტრუქტორი.

 

PHTLS   (აშშ ელზევიერის უნივერსიტეტი. ტრავმის გადაუდებელი პრეჰოსპიტალური დახმარება) პროვაიდერი და ინსტრუქტორი (2010- 2014)

 

 

 

  1. მზია თათელაძე

 

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მედიქლაბჯორჯიას 033 ტრეინინგ საიტის BLS  და  ACLS ინსტრუქტორი.

 

 

 

 

 

 

 

 

ბანერები

თბილისი მერიაგადაუდებელი დახმარების ცენტრითბილისის საკრებულოჯანდაცვის სამინისტრო